მოგზაურობის დაზღვევის კომპანიის, Squaremouth Travel Insurance-ის ექსპერტებმა, რომლებიც ყოვლისმომცველი პოლისების ფართო სპექტრს სთავაზობენ, მსოფლიოს გარშემო მოგზაურობის ისტორიულად მაღალი ფასები დააფიქსირეს. მოგზაურობის საშუალო ფასმა 7250 დოლარს გადააჭარბა. ზრდის ძირითადი მიზეზებია ავიაბილეთების ფასების ზრდა, ინფლაცია და პრემიუმ სერვისებზე მოთხოვნა. მოგზაურობის საბოლოო ღირებულებაზე ასევე დიდ გავლენას ახდენს ქვეყნების სიშორე და სავიზო მოსაკრებელი.

ყველაზე  ხარჯიანი აღმოჩნდა შორეული რეგიონები და საექსპედიციო ტურიზმის ადგილები.

ამგვარად, ანტარქტიდაში ტურის საშუალო ღირებულება 27,195 აშშ დოლარი იყო, ბოტსვანაში - 24,411 აშშ დოლარი, რუანდაში - 24,13 აშშ დოლარი, ზიმბაბვეში - 19,841 აშშ დოლარი.

ვრცლად buyingbusinesstravel – ზე