არაბთა გაერთიანებული საამიროების ეროვნული ავიაკომპანია- Emirates Airline UFC-ის ქართველი ვარსკვლავის, ილია თოფურიას ოფიციალური სპონსორი გახდა. 

წყაროს ცნობით, თანამშრომლობის ფარგლებში, თოფურია ყოველწლიურად 2 მილიონ აშშ დოლარს მიიღებს, გარდა ამისა ავიაკომპანია სპორტსმენის ყველა ფრენას პირველი კლასის მომსახურებით უზრუნველყოფს. 

Emirates-ის განცხადებით, თოფურიასთან კოლაბორაცია კომპანიის Accelerating Dreams კამპანიის ნაწილია, რომლის მიზანსაც მსოფლიო ვარსკვლავების მხარდაჭერა წარმოადგენს.