პიტერ მა­დი­ა­რის მხარ­დამ­ჭე­რე­ბი მას "გა­ზა­ფხუ­ლის ქარს“ ადა­რე­ბენ, რო­მე­ლიც გა­ფან­ტავს იმ "ლპო­ბად ნისლს“, რო­მელ­შიც, მათი აზ­რით, უნ­გრუ­ლი პო­ლი­ტი­კა ორ­ბა­ნის 16-წლი­ა­ნი მმარ­თვე­ლო­ბის შე­დე­გად ჩა­ი­ძი­რა.

სკეპ­ტი­კო­სე­ბი კი ლა­პა­რა­კო­ბენ "მა­დი­ა­რის სექ­ტის“ ბრმა ფა­ნა­ტიზ­მზე, უწო­დე­ბენ მას გა­მო­უც­დელ ამ­ბი­ცი­ურ პი­ჟონს, slim fit Jesus -ს ან, უბ­რა­ლოდ, ორ­ბა­ნის ახალ­გაზ­რდა და უფრო დახ­ვე­წილ ვერ­სი­ას.

არ­ჩევ­ნე­ბის დას­რუ­ლე­ბი­დან მა­ლე­ვე გა­ირ­კვა, რომ "ტისა“ მნიშ­ვნე­ლოვ­ნად უს­წრებ­და "ფი­დესს“.

თა­ვად ორ­ბან­მაც და­მარ­ცხე­ბა აღი­ა­რა და შე­დე­გე­ბის გა­მო­ცხა­დე­ბი­დან ორ სა­ათ­ში მი­უ­ლო­ცა გა­მარ­ჯვე­ბა მა­დი­არს.

ელი­ტუ­რი ბავ­შვო­ბა

პი­ტერ მა­დი­ა­რი (მისი გვა­რი უნ­გრუ­ლად სი­ტყვა­სი­ტყვით "უნ­გრელს“ ნიშ­ნავს) 1981 წლის 16 მარტს ბუ­და­პეშ­ტში და­ი­ბა­და, ოჯახ­ში, რო­მელ­საც ქვეყ­ნის ელი­ტას მი­ა­კუთ­ვნებ­დნენ.

მისი ბა­ბუა, ერეშ პალი, უნ­გრე­თის უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე და ცნო­ბი­ლი სა­ტე­ლე­ვი­ზიო ფი­გუ­რა იყო. ის წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში უძღვე­ბო­და პო­პუ­ლა­რულ გა­და­ცე­მას "იუ­რი­დი­უ­ლი საქ­მე­ე­ბი“, სა­დაც რე­ა­ლურ სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სებს გა­ნი­ხი­ლავ­და. მას ქუ­ჩა­ში ცნობ­დნენ და ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ან იუ­რის­ტად მი­იჩ­ნე­ო­და.

მა­დი­ა­რის ნათ­ლია იყო ბე­ბი­ის ძმა ფე­რენც მად­ლი - სა­მარ­თლის პრო­ფე­სო­რი, რო­მე­ლიც მოგ­ვი­ა­ნე­ბით შე­ვი­და პარ­ტია "ფი­დეს­ში" და გახ­და უნ­გრე­თის პრე­ზი­დენ­ტი (2000–2005).

მისი მშობ­ლე­ბიც იუ­რის­ტე­ბი იყ­ვნენ, ამი­ტო­მაც გა­საკ­ვი­რი არ არის, რომ მა­დი­არ­მა სა­მარ­თლის სწავ­ლა აირ­ჩია.

მა­ნამ­დე კი და­ამ­თავ­რა ელი­ტუ­რი კა­თო­ლი­კუ­რი სკო­ლა ბუ­და­პეშ­ტში - სწო­რედ იქ შეხ­ვდა პირ­ვე­ლად ვიქ­ტორ ორ­ბანს. 1990-იანი წლე­ბის შუ­ა­ში ორ­ბან­მა სკო­ლა­ში გა­მოს­ვლი­სას ახალ­გაზ­რდებს აუხ­სნა, რა­ტომ გა­და­ვი­და ლი­ბე­რა­ლიზ­მი­დან კონ­სერ­ვა­ტიზ­მის­კენ ჩერ­ჩი­ლის ცნო­ბი­ლი ფრა­ზით. ამ პა­სუხ­მა ახალ­გაზ­რდა მა­დი­არ­ზე დიდი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა.

ჯერ კი­დევ პი­ტერ პაზ­მა­ნის კა­თო­ლი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტო­ბი­სას, მა­დი­ა­რი თა­ვის მა­შინ­დელ მე­გო­ბარგერ­გეი გუ­ლი­აშ­თან ერ­თად ისე გა­ნიც­დი­და ორ­ბა­ნის მარ­ცხს 2002 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში, რომ სო­ლი­და­რო­ბის ნიშ­ნად მის პარ­ტი­ა­ში - "ფი­დეს­ში“ ჩა­ე­წერ­ნენ. დღეს გერ­გეი გუ­ლი­აშს ვიქ­ტორ ორ­ბა­ნის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლის პოს­ტი უკა­ვია და ქვეყ­ნის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე ძლე­ვა­მო­სილ ადა­მი­ა­ნად მი­იჩ­ნე­ვა. მა­დი­არ­თან მას ურ­თი­ერ­თო­ბა არ აქვს. ხოლო 2005 წელს, სწო­რედ ახალ­გაზ­რდა ლექ­ტო­რის, გუ­ლი­ა­შის მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბულ წვე­უ­ლე­ბა­ზე გა­იც­ნო პი­ტერ მა­დი­არ­მა 25 წლის იუ­დიტ ვარ­გა - მიშ­კოლ­ცის უნი­ვერ­სი­ტე­ტის იუ­რი­დი­უ­ლი ფა­კულ­ტე­ტის კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც სტა­ჟი­რე­ბას ბუ­და­პეშ­ტის ერთ-ერთ ფირ­მა­ში გა­დი­ო­და. მომ­დევ­ნო წელს ისი­ნი და­ქორ­წინ­დნენ, 2009 წელს კი წყვი­ლი ბრი­უ­სელ­ში გა­და­ვი­და: ვარ­გამ ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის უნ­გრე­ლი დე­პუ­ტა­ტის, ია­ნოშ ადე­რის თა­ნა­შემ­წის თა­ნამ­დე­ბო­ბა მი­ი­ღო. 2012 წელს ადე­რი უნ­გრე­თის პრე­ზი­დენ­ტად აირ­ჩი­ეს, თუმ­ცა ვარ­გა ბრი­უ­სელ­ში დარ­ჩა და თა­ვი­სი ქვეყ­ნის სხვა ევ­რო­დე­პუ­ტა­ტე­ბის ოფი­სებ­ში მუ­შა­ობ­და. მა­დი­ა­რი ამ დროს თა­ვი­დან ბავ­შვის მოვ­ლის შვე­ბუ­ლე­ბა­ში (ე.წ. დეკ­რეტ­ში) იყო, შემ­დეგ კი უნ­გრე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სტრუქ­ტუ­რა­სა და ევ­რო­კავ­შირ­თან მის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა­ში და­ბალ პოს­ტებ­ზე მუ­შა­ობ­და.

პი­ტე­რი და იუ­დი­ტი

უნ­გრე­თის პო­ლი­ტი­კა­ში მომ­ხდარ თავ­ბრუ­დამ­ხვევ ცვლი­ლე­ბებს - ვიქ­ტორ ორ­ბა­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში დაბ­რუ­ნე­ბას 2010 წელს, მის მიერ კონ­სტი­ტუ­ცი­ის შეც­ვლას 2011 წელს, დე­მოკ­რა­ტი­ის შე­ზღუდ­ვის და­წყე­ბას მა­დი­ა­რი ბრი­უ­სე­ლი­დან აკ­ვირ­დე­ბო­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ის ჰყვე­ბო­და, რომ სავ­სე­ბით პო­ზი­ტი­უ­რად აღიქ­ვამ­და ორ­ბა­ნის მიერ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ცენ­ტრა­ლი­ზა­ცი­ა­სა და "ხრახ­ნე­ბის და­ჭე­რას“: მე­მარ­ცხე­ნე-ლი­ბე­რა­ლუ­რი კო­ა­ლი­ცი­ის რვაწ­ლი­ა­ნი მმარ­თვე­ლო­ბი­სა და 2008 წლის კრი­ზი­სის შემ­დეგ, რო­მელ­მაც უმ­ძი­მე­სი დარ­ტყმა მი­ა­ყე­ნა უნ­გრე­თის ეკო­ნო­მი­კას, ქვე­ყა­ნას "მტკი­ცე ხელი“ სჭირ­დე­ბო­და. იმის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბა, რომ ორ­ბა­ნი, არ­სე­ბი­თად, ქვე­ყა­ნას პი­რა­დი კონ­ტრო­ლის ქვეშ აქ­ცევ­და, მას­თან ბევ­რად უფრო გვი­ან მო­ვი­და.

ბუ­და­პეშ­ტში პი­ტერ მა­დი­ა­რი ოჯახ­თან ერ­თად - იმ დრო­ის­თვის მას და იუ­დიტ ვარ­გას სამი ვაჟი ჰყავ­დათ - 2018 წელს დაბ­რუნ­და, რო­დე­საც ვარ­გას ვიქ­ტორ ორ­ბა­ნის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში ევ­რო­კავ­ში­რის საქ­მე­თა სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის თა­ნამ­დე­ბო­ბა შეს­თა­ვა­ზეს. მომ­დევ­ნო წელს მა­დი­ა­რის მე­უღ­ლე და­წი­ნა­ურ­და: იგი იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრად და­ი­ნიშ­ნა, მის კომ­პე­ტენ­ცი­ა­ში კვლავ შე­დი­ო­და უნ­გრე­თის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ევ­რო­კავ­შირ­თან.

ცალ­კე­უ­ლი დამ­კვირ­ვებ­ლე­ბი უშ­ვებ­დნენ, რომ ვარ­გა შე­დი­ო­და "ფი­დე­სის“ მწვერ­ვა­ლის იმ ვიწ­რო წრე­ში, რომ­ლე­ბიც ვიქ­ტორ ორ­ბა­ნის შე­საძ­ლო მემ­კვიდ­რე­ე­ბად გა­ნი­ხი­ლე­ბოდ­ნენ. პი­ტერ მა­დი­არს ამ დროს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პოს­ტე­ბი ეკა­ვა სხვა­დას­ხვა სა­ხელ­მწი­ფო და სა­ხელ­მწი­ფოს­თან და­კავ­ში­რე­ბულ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში: ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და ევ­რო­კავ­ში­რის სა­მარ­თლის დი­რექ­ცი­ას ერთ-ერთ სა­ხელ­მწი­ფო ბან­კში, იყო სტუ­დენ­ტუ­რი სეს­ხე­ბის ცენ­ტრის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი. მა­დი­ა­რი არა­ერ­თხელ შე­ე­ცა­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში უფრო მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბის და­კა­ვე­ბას, თუმ­ცა უშე­დე­გოდ - წერს გა­მო­ცე­მა Politico.

2023 წლის მარ­ტში წყვილ­მა გან­ქორ­წი­ნე­ბის შე­სა­ხებ გა­მო­ა­ცხა­და. "ჩვე­ნი ქორ­წი­ნე­ბა ორი­ვე მხრი­დან და­ძა­ბუ­ლი იყო“, - ის მოგ­ვი­ა­ნე­ბით Guardian-ის­თვის მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში

გარ­დამ­ტე­ხი ინ­ტერ­ვიუ

და­ახ­ლო­ე­ბით ამა­ვე დროს, 2023 წლის აპ­რილ­ში, ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტმა კა­ტა­ლინ ნო­ვაკ­მა ხელი მო­ა­წე­რა გან­კარ­გუ­ლე­ბას ენ­დრე კო­ნი­ას შე­წყა­ლე­ბის შე­სა­ხებ - ქა­ლაქ ბი­ჩ­კეს სა­ბავ­შვო სახ­ლის დი­რექ­ტო­რის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლი­სა. ის თა­ვის უფ­როს­თან ერ­თად ორი წლით ადრე იქნა და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლი: სა­ბავ­შვო სახ­ლის დი­რექ­ტო­რი პე­დო­ფი­ლი­ის­თვის, ხოლო კო­ნია - და­ნა­შა­უ­ლის და­ფარ­ვის მცდე­ლო­ბი­სა და მსხვერ­პლებ­ზე ზე­წო­ლის გამო.

ინ­ფორ­მა­ცი­ამ შე­წყა­ლე­ბის შე­სა­ხებ მზის შუქი 2024 წლის თე­ბერ­ვლის და­სა­წყის­ში იხი­ლა და შოკ­ში ჩა­აგ­დო არა მხო­ლოდ ორ­ბა­ნის ოპო­ნენ­ტე­ბი, არა­მედ მისი პარ­ტი­ის, "ფი­დე­სის“ ბევ­რი მხარ­დამ­ჭე­რიც - მე­მარ­ჯვე­ნე, კონ­სერ­ვა­ტი­უ­ლი ძა­ლი­სა, რო­მე­ლიც ტრა­დი­ცი­ულ ფა­სე­უ­ლო­ბებს უჭერს მხარს. თავ­და­პირ­ვე­ლად ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სკან­და­ლის მი­ჩუ­მა­თე­ბას ცდი­ლობ­და, თუმ­ცა მე­დი­ა­ში კრი­ტი­კუ­ლი პუბ­ლი­კა­ცი­ე­ბის სე­რი­ი­სა და საპ­რე­ზი­დენ­ტო სა­სახ­ლეს­თან გა­მარ­თუ­ლი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის შემ­დეგ, კა­ტა­ლინ ნო­ვაკ­მა ტე­ლე­ე­თერ­ში სა­კუ­თა­რი გა­დად­გო­მის შე­სა­ხებ გა­მო­ა­ცხა­და. პო­ლი­ტი­კი­დან წას­ვლის შე­სა­ხებ მა­შინ­ვე გა­ნა­ცხა­და იუ­დიტ ვარ­გა­მაც: 2023 წელს მან თა­ვი­სი ხელ­მო­წე­რით და­ა­დას­ტუ­რა პრე­ზი­დენ­ტის გან­კარ­გუ­ლე­ბა კო­ნი­ას შე­წყა­ლე­ბა­ზე, ასე რომ, ფორ­მა­ლუ­რი თვალ­საზ­რი­სით, ისიც იყო ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის თა­ნა­მო­ნა­წი­ლე.

ნო­ვა­კის გა­დად­გო­მის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბი­დან სა­ათ­ნა­ხე­ვა­რიც არ იყო გა­სუ­ლი, როცა პე­ტერ მა­დი­ა­რის მა­ნამ­დე იშ­ვი­ა­თად გა­ნახ­ლე­ბად ფე­ის­ბუქ-გვერ­დზე გა­მოჩ­ნდა პოს­ტი, რო­მელ­შიც ის აცხა­დებ­და სა­ხელ­მწი­ფო კომ­პა­ნი­ებ­ში პოს­ტე­ბი­დან წას­ვლის შე­სა­ხებ "არა პრო­ფე­სი­უ­ლი მი­ზე­ზე­ბის გამო“.

"არ­ცერ­თი წუ­თით არ მსურს ვიყო იმ სის­ტე­მის ნა­წი­ლი, სა­დაც ნამ­დვი­ლი ლი­დე­რე­ბი ქა­ლე­ბის კა­ბებს ეფა­რე­ბი­ან... მე დიდ­ხანს მჯე­რო­და ეროვ­ნუ­ლი, სუ­ვე­რე­ნუ­ლი, სა­მო­ქა­ლა­ქო უნ­გრე­თის იდე­ის, მაგ­რამ დღეს მო­მი­წია სა­ბო­ლო­ოდ გა­მეც­ნო­ბი­ე­რე­ბი­ნა, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი სი­ნამ­დვი­ლე­ში მხო­ლოდ ლა­მა­ზი გარ­სია, რო­მე­ლიც ორ მი­ზანს ემ­სა­ხუ­რე­ბა: და­ფა­როს ძა­ლა­უფ­ლე­ბის მან­ქა­ნის მუ­შა­ო­ბა და უზ­რუნ­ველ­ყოს კო­ლო­სა­ლუ­რი ქო­ნე­ბის დაგ­რო­ვე­ბა“, - წერ­და მა­დი­ა­რი.

მომ­დევ­ნო დღეს პე­ტერ მა­დი­ა­რი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი იუ­თუბ-არ­ხის, "Partizan“-ის სტუ­დი­ა­ში მი­ვი­და. თით­ქმის ორ­სა­ა­თი­ან­მა ინ­ტერ­ვი­უმ ის "ფი­დე­სის“ რი­გე­ბის არა მე­ო­რე, არა­მედ მე­სა­მე ეშე­ლო­ნის პო­ლი­ტი­კო­სი­დან სა­ყო­ველ­თაო ეროვ­ნულ გმი­რად აქ­ცია - უნ­გრუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის იმ დუნე ძი­ე­ბის გან­სა­ხი­ე­რე­ბად, რო­მე­ლიც მი­მარ­თუ­ლი იყო ახა­ლი ლი­დე­რე­ბის­კენ, ვინც გან­სხვა­ვე­ბუ­ლი იქ­ნე­ბო­და ღრმა იდე­ურ კრი­ზის­ში მყო­ფი "ძვე­ლი ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რე­ბის­გან“.

ამ ინ­ტერ­ვი­უ­ში კონ­კრე­ტუ­ლი ბრალ­დე­ბე­ბი არ გაჟ­ღე­რე­ბუ­ლა: მა­დი­ა­რი უფრო მე­ტად უნ­გრე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სის­ტე­მის მან­კი­ე­რე­ბა­სა და კო­რუმ­პი­რე­ბუ­ლო­ბა­ზე სა­უბ­რობ­და. თუმ­ცა, ეს თა­ვის­თა­ვა­დაც სენ­სა­ცია იყო ქვეყ­ნის­თვის, სა­დაც სის­ტე­მის ცოდ­ვებ­ზე მხო­ლოდ "ოფი­ცი­ა­ლუ­რი" ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რე­ბი ან, სა­უ­კე­თე­სო შემ­თხვე­ვა­ში, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი სა­უბ­რობ­დნენ. მა­დი­ა­რი კი ჩან­და არა რო­გორც რე­ვო­ლუ­ცი­ო­ნე­რი, არა­მედ რო­გორც იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლი ინ­სა­ი­დე­რი - ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც იცის, რო­გორ მუ­შა­ობს უნ­გრე­თის სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო სის­ტე­მა, რო­გორ იხ­ლარ­თე­ბა მას­ში პო­ლი­ტი­კა სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­თან და ბიზ­ნეს­თან და რო­მელ­საც აღარ შე­უძ­ლია ამ არას­წორ კო­ორ­დი­ნატ­თა სის­ტე­მა­ში ცხოვ­რე­ბა.

ერთი სი­ტყვით, ინ­ტერ­ვი­უმ ფუ­რო­რი გა­მო­იწ­ვია.

მა­დი­ა­რის­თვის თა­ვი­სე­ბუ­რი "პირ­ვე­ლი გა­მოც­და“ გახ­და იმა­ვე წლის 15 მარ­ტი, რო­დე­საც უნ­გრე­თი თა­ვი­სუფ­ლე­ბის დღეს აღ­ნიშ­ნავ­და. მა­დი­არ­მა თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ებს მო­უ­წო­და, ამ დღეს ბუ­და­პეშ­ტის ერთ-ერთ ცენ­ტრა­ლურ გამ­ზირ­ზე მი­ტინგზე გა­მო­სუ­ლიყ­ვნენ.

"შე­ფა­სე­ბე­ბის მი­ხედ­ვით, შეკ­რე­ბილ­თა რა­ო­დე­ნო­ბამ 30 ათას ადა­მი­ანს მი­აღ­წია - იმა­ზე მეტს, ვიდ­რე ნე­ბის­მი­ერ ოპო­ზი­ცი­ურ პარ­ტი­ას შე­ეძ­ლო ერთ ად­გილ­ზე შე­ეკ­რი­ბა ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში“, - ასე აღ­წერ­და ღო­ნის­ძი­ე­ბის მას­შტაბს (რაც თა­ვად მა­დი­ა­რის­თვი­საც მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო) და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი გა­მო­ცე­მა Telex.

ამ მი­ტინგზე მა­დი­არ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ აპი­რებს შექ­მნას სა­კუ­თა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტია, რო­მელ­საც შე­ეძ­ლე­ბა შე­უ­ერ­თდეს "ყვე­ლა კე­თი­ლი ნე­ბის უნ­გრე­ლი, ვი­საც სურს სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის სა­კე­თილ­დღე­ოდ მუ­შა­ო­ბა“.

ბრალ­დე­ბე­ბი ძა­ლა­დო­ბა­ში

სა­ნამ თა­ვის და­პი­რე­ბას შე­ას­რუ­ლებ­და, ჯერ კი­დევ 2024 წლის მარ­ტის ბო­ლოს, პე­ტერ მა­დი­არ­მა გა­მო­აქ­ვეყ­ნა 2023 წლის იან­ვარ­ში - იუ­დიტ ვარ­გას­თან გან­ქორ­წი­ნე­ბამ­დე ორი თვით ადრე გა­კე­თე­ბუ­ლი ჩა­ნა­წე­რი, რო­მელ­შიც ასა­ხუ­ლია მათ სამ­ზა­რე­უ­ლო­ში მე­უღ­ლეს­თან სა­უ­ბა­რი.

სა­უ­ბარ­ში ვარ­გა, რო­მე­ლიც არ იყო გაფრ­თხი­ლე­ბუ­ლი, რომ მას იწერ­დნენ, ქმარს უყ­ვე­ბა იმის შე­სა­ხებ, თუ რო­გორ "ასუფ­თა­ვებს“ პრო­კუ­რა­ტუ­რა გარ­კვე­ულ სენ­სი­ტი­ურ დო­კუ­მენ­ტებს ერთ-ერთ მნიშ­ვნე­ლო­ვან კო­რუფ­ცი­ულ საქ­მე­ზე. იმ მო­მენ­ტის­თვის მოქ­მე­დი იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრი ხმა­მაღ­ლა აღი­ა­რებ­და, რომ უნ­გრე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მა­ფი­ო­ზურ სის­ტე­მად იქცა, სა­ი­და­ნაც უბ­რა­ლოდ ასე გა­მოს­ვლა შე­უძ­ლე­ბე­ლია.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­და­ღე­ბულ დო­კუ­მენ­ტურ ფილმში მა­დი­არ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ 2023 წელს ეს ჩა­ნა­წე­რი გა­ა­კე­თა თა­ვის და­სა­ზღვე­ვად იმ შემ­თხვე­ვის­თვის, თუ ის და ვარ­გა რე­ჟი­მის რის­ხვას და­იმ­სა­ხუ­რებ­დნენ - წერს Politico.

ჩა­ნა­წერ­მა ორ­ბა­ნის ოპო­ნენ­ტებს და­მა­ტე­ბი­თი არ­გუ­მენ­ტე­ბი მის­ცა იმის და­სამ­ტკი­ცებ­ლად, რომ მის მიერ აგე­ბუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სის­ტე­მა ფუნ­და­მენ­ტუ­რად მან­კი­ე­რია: სე­რი­ო­ზუ­ლი ბო­როტ­მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­სა­ხებ იცოდ­ნენ მწვერ­ვალ­ზეც, თუმ­ცა ამის წი­ნა­აღ­მდეგ არა­ფერს აკე­თებ­დნენ ან არაფ­რის გა­კე­თე­ბა შე­ეძ­ლოთ.

ჩა­ნა­წე­რის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის­თა­ნა­ვე იუ­დიტ ვარ­გამ გა­ნა­ცხა­და, რომ ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე უკვე ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში აშან­ტა­ჟებ­და ამ სა­უბ­რის გა­სა­ჯა­რო­ე­ბით.

"ახლა მან [ჩა­ნა­წე­რი] თა­ვი­სი პო­ლი­ტი­კუ­რი მიზ­ნე­ბის მი­საღ­წე­ვად გა­მო­ი­ყე­ნა. ასე­თი ადა­მი­ა­ნი არა­ნა­ირ ნდო­ბას არ იმ­სა­ხუ­რებს... ეს გა­ა­კე­თა კაც­მა, რო­მელ­საც სამი ვაჟი ვა­ჩუ­ქე... ვი­საც სიყ­ვა­რუ­ლი­თა და იმე­დით ვაძ­ლევ­დი უამ­რავ შანსს თა­ვი­დან და­ე­წყო ყვე­ლა­ფე­რი ურ­თი­ერ­თო­ბა­ში ძა­ლა­დო­ბის სა­ში­ნე­ლი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში“, - და­წე­რა მან "ფე­ის­ბუქ­ზე".

ვარ­გას ბრალ­დე­ბე­ბი ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის მხრი­დან ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის შე­სა­ხებ სამ­თავ­რო­ბო პრე­სამ აი­ტა­ცა. ორ­ბა­ნის მთა­ვარ­მა პრო­პა­გან­დის­ტულ­მა რუ­პორ­მა, გა­ზეთ­მა Magyar Nemzet, მა­დი­არს ვრცე­ლი სტა­ტია მი­უ­ძღვნა სა­თა­უ­რით "ლა­წი­რა­კი“, სა­დაც მას, სხვა ეპი­თე­ტებ­თან ერ­თად, უწო­დებ­და "ნულს“, რო­მელ­მაც ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ფერს მე­უღ­ლის წყა­ლო­ბით მი­აღ­წია, მან კი სა­ბო­ლო­ოდ მი­ა­ტო­ვა.

სკან­და­ლის და­წყე­ბი­დან სამი დღის შემ­დეგ პე­ტერ მა­დი­არ­მა ვარ­გას ბრალ­დე­ბებს უპა­სუ­ხა. ფე­ის­ბუქ-პოს­ტში ის არ უარ­ყოფ­და, რომ 18 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მათ ურ­თი­ერ­თო­ბას ბევ­რი რამ უნა­ხავს, თუმ­ცა დას­ძი­ნა: "მე არა­სო­დეს აღ­მი­მარ­თავს ხელი ჩემი შვი­ლე­ბის დე­და­ზე, მან კი ჩემ­ზე - ბევ­რჯერ, მუშ­ტი­თაც და წიხ­ლი­თაც, ხან მოწ­მე­ე­ბის თან­დას­წრე­ბით, ხა­ნაც და­ხუ­რულ კარს მიღ­მა“. ცალ­კე მა­დი­არ­მა გა­ნა­ცხა­და დის­კრე­დი­ტა­ცი­ის კამ­პა­ნი­ის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც მის წი­ნა­აღ­მდეგ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ წა­მო­ი­წყო.

მან და­არ­სა პარ­ტია "ტისა", რომ­ლე­მაც 2026 წლის 12 აპ­რილს უნ­გრეთ­ში "ორ­ბა­ნი­ზა­ცია" და­ას­რუ­ლა...

ambebi.ge