ამერიკის შეერთებული შტატები 13 აპრილს, დილის 10:00 საათზე ირანის პორტებში შემავალი ან გამომავალი გემების ბლოკირებას დაიწყებს. გმადლობთ ამ საკითხის მიმართ ყურადღებისთვის, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

მანამდე, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები დაიწყებს ჰორმუზის სრუტეში შემავალი და გამომავალი ყველა გემის ბლოკადას.

აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პაკისტანში გამართული მოლაპარაკებები „კარგად წარიმართა და პუნქტების უმეტესობაზე შეთანხმება მიღწეულია“.

როგორც ტრამპმა განმარტა, ყველაზე მნიშვნელოვან საკითხზე, ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმება ვერ შედგა. მისივე თქმით, შეერთებული შტატების საზღვაო ძალებს დაავალა, ჩაეკეტათ ყველა გემი, რომელიც ირანს გადასახადს უხდის და გაენადგურებინათ ირანის მიერ სრუტეში ჩადებული ნაღმები.

1tv.ge