აგვისტოში, პირველად ისტორიაში, ევროპის ქვეყნების მცხოვრებლებმა უფრო მეტი ელექტრომობილი შეიძინეს, ვიდრე ბენზინისა და დიზელის ძრავიანი ავტომობილები ერთად აღებული. ეს შედეგი ევროპის უფრო მწვანე ტრანსპორტზე გადასვლის მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს, რამაც სათბურის გაზების ემისიების შემცირებას უნდა შეუწყოს ხელი.
ევროპის 31 ქვეყანაში, მათ შორის ევროკავშირში, დიდ ბრიტანეთში, ნორვეგიაში, შვეიცარიასა და ისლანდიაში, თვეში 243 000-ზე მეტი ახალი ელექტრომობილი დარეგისტრირდა - გასული წლის აგვისტოსთან შედარებით ერთ–ნახევარჯერ მეტი. შედეგად, ეკოლოგიურად სუფთა და ტრადიციულ ძრავიან მანქანებს შორის სხვაობამ დაახლოებით 40 ათას მანქანას მიაღწია.
ახლა ევროპის ბაზარზე ახალი ელექტრომობილების წილი 29%-მდე გაიზარდა, ხოლო ბენზინისა და დიზელის ძრავიანი მოდელების გაყიდვებმა 24% შეადგინა.