საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილება და 81 ხმით მხარი დაუჭირა.
კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ხელაძემ წარადგინა.
პროექტის თანახმად, 2029 წლის პირველი იანვრის ნაცვლად, 2033 წლის პირველ იანვრამდე ხანგრძლივდება უძრავი ქონების მიწოდებისა და მასთან დაკავშირებული სამშენებლო-სამონტაჟო მომსახურების დამატებული ღირებულების გადასახადისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებისთვის განსაზღვრული ვადა.
კერძოდ, დამატებული ღირებულების გადასახადისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლდება 2008 წლის აგვისტომდე დაწყებული დაუსრულებელი მშენებლობა, მასთან დაკავშირებული მიწოდება და მომსახურება, თუ დაცულია საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული ყველა პირობა.
ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს