კუალა ლუმპურში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სახელმწიფოთა ასოციაციის სამიტის ფარგლებში აშშ-ის პრეზიდენტი მალაიზიის პრემიერ-მინისტრს შეხვდა.
თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ დონალდ ტრამპმა და ანვარ იბრაჰიმმა ორმხრივ ვაჭრობასა და კრიტიკულ მინერალებზე შეთანხმებას მიაღწიეს.
მალაიზიის ვაჭრობის მინისტრმა, ტენგკუ ზაფრულ აზიზმა განაცხადა, რომ აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელი ჯეიმისონ გრირი, რომელიც შეთანხმებების შემუშავებაში მონაწილეობდა, მკაცრი, მაგრამ სამართლიანი იყო.