აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სიმდიდრე, სექტემბრის შემდეგ, $1.1 მილიარდით შემცირდა.
Forbes,com-ის შეფასებით, სექტემბრის რეკორდულ $7.3 მილიარდთან შედარებით, ტრაპის ქონება $6.2 მილიარდამდეა შემცირებული, რაც ძირითადად მის საკუთრებაში არსებული Trump Media and Technology Group-ის (TMTG) აქციების ფასის ვარდნას უკავშირდება, რომელმაც 2025 წლის მესამე კვარტალში $973,000-ის შემოსავალი და $54.8 მილიონის ზარალი დააფიქსირა.
ცნობისთვის, აშშ-ის ამჟამინდელი პრეზიდენტი Forbes 400-ის უმდიდრეს ამერიკელთა სიაში 201-ე პოზიციას იკავებდა, რაც 2024 წლის სიასთან შედარებით 118 პოზიციით გაუმჯობესებული მონაცემია. ზრდის ძირითადი ნაწილი კრიპტოინვესტიციებზე, მათ შორის ტრამპისა და მისი ვაჟების მიერ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისას დაფუძნებულ World Liberty Financial-ზე მოდიოდა.