იტალიური მოდის სახლი Dolce & Gabbana ლიკვიდურობის გაზრდისა და ვალის რეფინანსირების გეგმის ფარგლებში, კრედიტორებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს მილანში მდებარე ქონების ნაწილის შესაძლო გაყიდვაზე – ამის შესახებ Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება.

კომპანია განიხილავს ზოგიერთი უძრავი ქონების ობიექტის, განსაკუთრებით მილანის ცენტრში, გაყიდვის და შემდეგ ამ ფართების იჯარის შესაძლებლობას. წყაროების ცნობით, ჯერ არ არის მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ რომელი შენობები გამოიტანონ გასაყიდად.

ვრცლად liga.net - ზე