აშშ-ის უმსხვილესი კრიპტოვალუტის ბირჟის ოპერატორმა, Coinbase Global-მა, 2023 წლის შემდეგ პირველად მოულოდნელად კვარტალური ზარალი დააფიქსირა, რადგან ციფრული აქტივების ბაზარზე ვარდნის ფონზე მის პლატფორმაზე მომხმარებელთა აქტივობა შემცირდა.
Coinbase-ის პრესრელიზის თანახმად, ოქტომბერ-დეკემბრის პერიოდში წმინდა ზარალმა 667 მილიონი დოლარი, ანუ 2.49 დოლარი აქციაზე შეადგინა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში წმინდა შემოსავალთან შედარებით, რომელიც 1.3 მილიარდი დოლარი იყო (4.68 აშშ დოლარი აქციაზე).
LSEG-ის მიერ გამოკითხული ანალიტიკოსები, საშუალოდ ელოდნენ Coinbase-ის წმინდა შემოსავალს აქციაზე $0.55-ს.
კომპანიის კვარტალური შემოსავალი 22%-ით შემცირდა, 1.7 მილიარდ დოლარამდე.