ნავთობის ფასი პარასკევს ვაჭრობისას მცირე ზრდაზე გადავიდა წინა დღის მკვეთრი ვარდნის შემდეგ, თუმცა შესაძლოა კვირა მცირე მინუსში დაასრულონ.
ლონდონის ICE Futures ბირჟაზე Brent-ის ნავთობის აპრილის ფიუჩერსები 0.28 დოლარით (0.41%-ით) გაიზარდა და ბარელზე 67.8 დოლარი შეადგინა.
მარტის WTI-ის ფიუჩერსები NYMEX-ზე 0.22 აშშ დოლარით (0.35%-ით), ბარელზე 63.06 აშშ დოლარამდე გაიზარდა.