ინდოეთის უდიდესი კერძო ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მფლობელმა, Reliance Industries-მა, აშშ-ის მთავრობისგან მიიღო გენერალური ლიცენზია, რომელიც მას საშუალებას აძლევს, ვენესუელური ნავთობი პირდაპირ, შუამავლების გარეშე შეიძინოს. ამის შესახებ Bloomberg-ი წყაროზე დაყრდნობით იტყობინება.

კომპანიამ ნებართვის მისაღებად განაცხადი იანვარში შეიტანა და რამდენიმე დღის წინ დადებითი პასუხი მიიღო, აღნიშნა წყარომ.

Reliance–ი ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ინდოელ გადამამუშავებელ ქარხნებს შორის, რომელსაც შეუძლია ვენესუელური ნედლი ნავთობის, მაღალბლანტიანი, გოგირდოვანი ნივთიერების, გადამუშავება, რომლის მოპოვება და რაფინირება განზავების გარეშე რთულია.

2019 წლის მონაცემებით, კომპანიამ ვენესუელური ექსპორტის დაახლოებით 25% შეიძინა, სანამ აშშ-ის სანქციების გამო გრძელვადიანი კონტრაქტი შეჩერდებოდა.

ვრცლად liga.net – ზე