ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ურთიერთობები და ვაწარმოოთ დიალოგი რუსეთთან, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ  წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

„აქ ორი საკითხი უნდა განვიხილოთ. პირველი – უკრაინაში ომი, რომლის მოლაპარაკებებით დასრულებას ვისურვებდით. ამისგან დამოუკიდებლად, ორმხრივი ურთიერთობები ქვეყანასთან, რომელსაც ყველაზე დიდი თუ არა, მეორე უმსხვილესი ბირთვული არსენალი გააჩნია მსოფლიოში. სულ მცირე, ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ურთიერთობები და ვაწარმოოთ დიალოგი რუსეთთან“, – აღნიშნა რუბიომ.

1tv.ge