ჩინეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, მიზეზი ეპიდემიაა. ქვეყანაში სხვადასხვა ტიპის ვირუსები ვრცელდება, მათ შორის - ინფლუენზა, HMPV, მიკოპლაზმური პნევმონია და კოვიდ-19.
ვირუსების სწრაფი გავრცელების გამო, პაციენტების სიჭარბეა საავადმყოფოებში, არიან გარდაცვლილებიც.
რა არის HMPV?
ადამიანის მეტაპნევმოვირუსი ანუ HMPV, არის რესპირატორული ვირუსი, რომელიც იწვევს გაციების და გრიპის მსგავს სიმპტომებს. მიუხედავად იმისა, რომ დაავადება ჩვეულებრივ მსუბუქად მიმდინარეობს, მას შეუძლია გამოიწვიოს მძიმე გართულებებიც, როგორიცაა პნევმონია, განსაკუთრებით ჩვილებში, ხანდაზმულებში და დასუსტებული იმუნური სისტემის მქონე პირებში.
ვირუსი ახალი არ არის, ის პირველად გამოვლინდა 2001 წელს. HMPV ვრცელდება რესპირატორული წვეთებით ან დაბინძურებულ ზედაპირთან კონტაქტის გზით.