2024 წლის დეკემბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ინფლაცია 1.9% იყო.

საქსტატის ინფორმაციით, წლიურ ჭრილში ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია შემდეგ ჯგუფებში ფასის კლება/მატებამ: სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები 3.6%-ით გაიზარდა; ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს ჯგუფში ფასი 5.9%-ით არის მომატებული; ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასები გაზრდილია 3.7%-ით.

2024 წლის დეკემბერში წინა წლის დეკემბერთან შედარებით ათი ყველაზე გაძვირებული პროდუქტი შემდეგია:

  • მწვანილი - 117%-ით გაძვირდა
  • ნიორი - 46%-ით გაძვირდა
  • ბადრიჯანი - 45%-ით გაძვირდა
  • მწვანე ლობიო - 43%-ით გაძვირდა
  • კივი - 28%-ით გაძვირდა
  • ქორწინების ოქროს ბეჭედი - 28%-ით გაძვირდა
  • კომბოსტო - 25%-ით გაძვირდა
  • თვითმფრინავით მგზავრობა - 23%-ით გაძვირდა
  • ბრინჯი - 21%-ით გაძვირდა
  • კიტრი - 21%-ით გაძვირდა.