Henley Passport Index-ი არის ყველაზე ძლიერი პასპორტის ინდექსი, რომელიც ცნობილია თავისი ლიდერებით.

Henley Passport Index-ის მიხედვით 2025 წელს საქართველოს პასპორტი მსოფლიოს ძლიერი პასპორტების რეიტინგში 44-ე ადგილზეა და საქართველოს პასპორტით უვიზოდ შესვლა მსოფლიოს 122 ქვეყანაშია შესაძლებელი.

2024 წლის მაჩვენებლებით კი Henley Passport Index-ში საქართველოს პასპორტი 45-ე პოზიციაზე იყო.

2023 წელს ქართული პასპორტი 50–ე პოზიციაზე იყო, ხოლო 2022 წლის მაჩვენებლებით საქართველოს პასპორტი Henley Passport Index-ში 48-ე ადგილზე იყო და აღნიშნული დოკუმენტით უვიზოდ მოხვედრა 115 ქვეყანაში იყო შესაძლებელი.

2025 წლის სტატისტიკით Henley Passport Index-ში პირველ ადგილზე სინგაპურის პასპორტია. რაც შეეხება რეგიონის ქვეყნებს, თურქეთი - 46-ე ადგილზე, აზერბაიჯანი - 70-ე, სომხეთი კი 74-ე ადგილზეა.