საქართველოში სატვირთო ავტომობილების იმპორტი იზრდება.
საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-ნოემბერში ქვეყანამ 198.4 მლნ დოლარის ღირებულების 16 085 ერთეული სატვირთო იყიდა, რაც 15 წლის რეკორდული მაჩვენებელია. (საქსტატის საგარეო ვაჭრობის პორტალზე აღნიშნული მონაცემი ხელმისაწვდომი 2009 წლიდან არის).
ამავე მონაცემების მიხედვით, 2023 წლის 11 თვეში იმპორტირებული იქნა 14 491 ერთეული სატვირთო ავტომობილი, ჯამში 154.185 მლნ დოლარის ღირებულების.
რაც შეეხება იმპორტიორ ქვეყნებს, საქართველო სატვირთო ავტომობილებს ძირითადად ჩინეთში, გერმანიაში, თურქეთში, ნიდერლანდებსა და საფრანგეთში ყიდულობს.
top-5 ქვეყანა სადაც სატვირთო ავტომობილებს ვყიდულობთ: (2024 წლის იანვარ-ნოემბერი)
ჩინეთი - 49.250 მლნ დოლარის 1 248 ერთეული (ერთი ერთეულის საშუალო ფასი 39.4 ათასი დოლარი)
გერმანია - 40.625 მლნ დოლარის 4 609 ერთეული (ერთი ერთეულის საშუალო ფასი 8.8 ათასი დოლარი)
თურქეთი - 30.304 მლნ დოლარის 625 ერთეული (ერთი ერთეულის საშუალო ფასი 48.5 ათასი დოლარი)
ნიდერლანდები - 14.735 მლნ დოლარის 2 449 ერთეული (ერთი ერთეულის საშუალო ფასი 6 ათასი დოლარი)
საფრანგეთი - 11.631 მლნ დოლარის 851 ერთეული (ერთი ერთეულის საშუალო ფასი 13.6 ათასი დოლარი)
ამასთან, საქართველო სატვირთო მანქანებს ყიდულობს იაპონიაში, პოლონეთში, ბელგიაში და ა.შ.
რაც შეეხება რეექსპორტს, იმპორტის ანალოგიურად, ესეც რეკორდულ ნიშნულზეა. 2024 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოდან ექსპორტზე 54.717 მლნ დოლარის ღირებულების 4 683 ერთეული სატვირთო ავტომობილი გავიდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი 43.052 მლნ დოლარის 4 024 ერთეული.