ჩინეთს და რუსეთი ალბათ ბედნიერი დღე აქვთ. მოკავშირეებს შორის არსებული უთანხმოებით სწორედ ისინი სარგებლობენ, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„თუ გრენლანდიის უსაფრთხოება რისკის ქვეშაა, ჩვენ შეგვიძლია ამ საკითხის მოგვარება ნატო-ს ფარგლებში. ტარიფები ევროპისა და შეერთებული შტატების გაღარიბების და ჩვენი საერთო კეთილდღეობისთვის ძირის გამოთხრის რისკს ქმნის“, - წერს კალასი.
ამასთან, მისი მტკიცებით, აშშ-მა და ევროპამ არ უნდა დაუშვან, რომ მათ შორის დავის გამო მთავარი ამოცანიდან - უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დასრულების საკითხიდან - ყურადღება გადაიტანონ.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 10%-იანი და შემდგომ 25%-იანი ტარიფები გამოაცხადა იმ ქვეყნების წინააღმდეგ, ვინც მას გრენლანდიაზე არ ეთანხმებიან. ეს ქვეყნები არიან: დანია, ნორვეგია, შვედეთი, საფრანგეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, ნიდერლანდები და ფინეთი.