ჩინეთმა ელექტრომობილებზე ე.წ დამალული კარის სახელურები აკრძალა და მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც უკანონოდ გამოაცხადა დიზაინი, რომელიც Tesla-მ პოპულარული გახადა.

როგორც Bloomberg-ი წერს, ეს გადაწყვეტა ახლა გლობალური რეგულატორების ყურადღების ქვეშაა, არაერთი ფატალური ინციდენტის გამო.

ჩინეთში გაყიდულ ავტომობილებს ახალი უსაფრთხოების წესების მიხედვით, სავალდებულოდ უნდა ჰქონდეთ მექანიკური გახსნის მექანიზმი როგორც შიგნიდან, ისე გარედან. წესები ჩინეთის ინდუსტრიისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამინისტრომ გამოსცა.

bp.ge