Reuters-ის ცნობით, ამერიკელმა სამხედროებმა არაბეთის ზღვაში ირანული დრონი ჩამოაგდეს, რომელიც ავიამზიდ USS Abraham Lincoln-ს უახლოვდებოდა. ინფორმაციას გამოცემა ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, ირანული Shahed-139-ის ტიპის დრონი ავიამზიდისკენ მიფრინავდა და ის ამერიკულმა F-35-ის ტიპის გამანადგურებელმა ჩამოაგდო.