გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ინფორმაციას კომპანიის პრესსამსახური ავრცელებს.
„გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 4 თებერვალს, 11:00-დან 14:00 საათამდე ენერგომომარაგება შეეზღუდებათ აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში: ჩანადირთკარი, წითელსოფელი, ბულაჩაური, მლაშე, ქუბრიაანი, ბოდორნა. 15:00-დან 18:00 საათამდე - აბონენტებს დაბა ჟინვალში, სოფლებში ჩინთი, ქვემო არანისი, ბოდავი, ჩიხაანი, ეთვალისი და მიმდებარე სოფლებში. 12:00-დან 15:00 საათამდე ძაბვა შეუწყდებათ აბონენტებს დაბა სტეფანწმინდაში.
12:15-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით გაითიშება მცხეთის რაიონის სოფლებში მუხრანი, ქანდა, პატარა ქანდა, ჩარდახი.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.