ჩილელი მკვლევრის, ვიქტორია კატანის ხელმძღვანელობით, ასტრონომთა საერთაშორისო ჯგუფმა აქამდე უცნობი 52 გალაქტიკა აღმოაჩინა. ისინი აღმოაჩინეს ცივი გაზის მარაგების წყალობით, საიდანაც ვარსკვლავები წარმოიქმნება. კვლევის შედეგები ჩილეს გალაქტიკების შესწავლის ცენტრმა გამოაქვეყნა.

ადრე, ასტრონომები ძირითადად ეძებდნენ სისტემებს, რომლებიც კაშკაშად ანათებდნენ ოპტიკურ და ინფრაწითელ დიაპაზონებში. ამ მიდგომამ შესაძლებელი გახადა აქტიური ვარსკვლავთწარმოქმნის მქონე გალაქტიკების პოვნა, მაგრამ შეუმჩნეველი დარჩა ის გალაქტიკები, სადაც ახალი ვარსკვლავები იშვიათად ჩნდებიან.

ასეთი ობიექტების აღმოსაჩენად მეცნიერებმა ატაკამის უდაბნოში არსებული ტელესკოპი ALMA გამოიყენეს. ვარსკვლავების ნაცვლად, მათ შეისწავლეს ნახშირბადის მონოქსიდისა და ატომური ნახშირბადის სიგნალები — ნივთიერებები, რომელთა არსებობა ცივი გაზის ღრუბლებზე მიუთითებს. ამ მეთოდის გამოყენებით, მკვლევრებმა ასევე აღმოაჩინეს გალაქტიკები, რომლებიც თანდათანობით არააქტიურ მდგომარეობაში გადადიან.

ზოგიერთი აღმოჩენილი სისტემა შეიცავს გაზის მარაგს, რომელიც ტრილიონი მზის მასის ეკვივალენტურია, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ აქვთ ახალი ვარსკვლავების ფორმირების მნიშვნელოვანი პოტენციალი. თუმცა, ზოგიერთი გალაქტიკა ამ რესურსს ნაკლებად იყენებს. მკვლევრები ვარაუდობენ, რომ პროცესი შესაძლოა ახალგაზრდა ვარსკვლავების მიერ გაზის გაცხელებით შეჩერდეს. როდესაც გაზი ძალიან ცხელდება, ის შეკუმშვას წყვეტს, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალი ვარსკვლავების დაბადების პირობები უარესდება.

წყარო: snob.ru