გლობალურმა დათბობამ აღმოსავლეთ ციმბირში ყავისფერი დათვების ზამთრის ძილის გრაფიკი შეცვალა, განუცხადა „ტასს“ ციმბირის ფედერალური უნივერსიტეტის სანადირო რესურსებისა და ბუნების დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ალექსანდრე სავჩენკომ.
კლიმატის ცვლილების გამო, მტაცებლები 1960-იან წლებთან შედარებით სამი კვირით გვიან იძინებენ. ადრე ცხოველები სექტემბრის ბოლოს იძინებდნენ. აღმოსავლეთ ციმბირის დათვების უმეტესობა ამჟამად ზამთრის ძილშია. კრასნოიარსკის გარეუბანში კვლავ აღირიცხება ცალკეული დათვები, თუმცა აგვისტოსა და სექტემბრისთვის დამახასიათებელი მასობრივი გამოჩენები შეწყდა.
ციმბირსა და შორეულ აღმოსავლეთში, ბოლო 20 წლის განმავლობაში, დათვების დასახლებულ ტერიტორიებთან მიახლოების შემთხვევები გახშირდა. ეს გამოწვეულია მოსახლეობის ზრდით და ცხოველებისთვის საკვების ნაკლებობით.