Chianti DOCG-ის ნიშნით პირველი ვარდისფერი ღვინოები მაღაზიებში 2026 წლის 1 დეკემბერს გამოჩნდება, – ამის შესახებ Vitisphere წერს.
მწარმოებლებს Chianti–ს როზეს წარმოების უფლება მიეცათ მას შემდეგ, რაც დასახელების სპეციფიკაციები შეიცვალა. Chianti–ს ღვინის მწარმოებელთა კონსორციუმმა ცვლილებები 2025 წლის ივნისში მიიღო, ხოლო ევროკავშირმა ისინი მიმდინარე წლის 30 ოქტომბერს დაამტკიცა.
ეს ბოლო წლებში დასახელების წესებში ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილებაა. მის შემუშავებას ექვსი წელი დასჭირდა. ინოვაცია მიზნად ისახავს ასორტიმენტის გაფართოებას და მწარმოებლებისთვის ცვალებად მოთხოვნაზე უკეთ რეაგირებაში დახმარების გაწევას.
იტალიური ღვინის ინდუსტრია, მთლიანობაში, ახდენს თავისი შეთავაზების დივერსიფიცირებას: ვარდისფერ ღვინოებთან ერთად, ვითარდება ცქრიალა და უალკოჰოლო ღვინოების კატეგორიები.