სამხრეთ კარპატებში, რუმინეთის სოფელ სადუს მახლობლად მშენებარე კურორტის სტუმრებს ფანჯრიდან ხედით ტკბობა საწოლიდან ადგომის გარეშე შეეძლებათ. ხუთი ცალკეული სახლი 360 გრადუსით შემობრუნდება ღილაკზე ერთი დაჭერით. შემქმნელები თავიანთ კომპლექსს მსოფლიოში ამ ტიპის პირველ კურორტს უწოდებენ და მის გახსნას მომავალი წლის ივლისში გეგმავენ.

სტუმრებს შეეძლებათ კოტეჯების ტყის, მთების ან მდინარისკენ ორიენტაცია, ან მათი მზის მიმართულებით მოწყობა. თითოეული შენობა მთლიანად ბრუნავს, მათ შორის მისი აბაზანა და ავეჯი. ამასთან, სანტექნიკა, კანალიზაცია და ელექტროენერგია მუშაობას გააგრძელებს.

არქიტექტორები სტუმრებს კონფიდენციალურობას ჰპირდებიან — კოტეჯები ერთმანეთისგან 30–50 მეტრის დაშორებით, ხეებს შორის განთავსდება. თითოეული კოტეჯი ერთი წყვილისთვისაა განკუთვნილი. სადუს სოფელი პოპულარულია მოგზაურებში — ის ცნობილია ფიჭვნარითა და მთის მდინარეებით, ხოლო ახლოს არის რამდენიმე დასახლება ტრადიციული სოფლის სახლებით, რომლებიც ნათელი ფრესკებით არის მორთული.

წყარო: euro-pulse.ru