ChatGPT-ის მობილურმა აპლიკაციამ OpenAI-ს უკვე მოუტანა3 მილიარდი დოლარი და ამ თანხის უმეტესი ნაწილი 2025 წელზე მოდის.
როგორც Appfigures-ის ანალიტიკოსებმა გამოთვალეს, მომხმარებლებმა 2025 წლის იანვრიდან დეკემბრამდე 2.48 მილიარდი დოლარი დახარჯეს, 2024 წელს ეს მაჩვენებელი 487 მილიონი დოლარი იყო, ხოლო 2023 წელს, გაშვებიდან პირველი წლის განმავლობაში - 42.9 მილიონი დოლარი.
ChatGPT-ს 3 მილიარდი დოლარიანი შემოსავლის მისაღწევად მხოლოდ 31 თვე დასჭირდა. შედარებისთვის, TikTok-მა იგივე ნიშნულს 58 თვეში მიაღწია, Disney+-მა - 42 თვეში, ხოლო HBO Max-მა - 46 თვეში.
ChatGPT-ის შემოსავლის ძირითად წყაროდ რჩება ფასიანი ChatGPT Plus გამოწერა, რომლის ღირებულება თვეში 20 დოლარია, ხოლო Pro გამოწერა - 200 დოლარი. ამ კვირაში OpenAI-მ ChatGPT-ის ფარგლებში საკუთარი აპლიკაციების მაღაზია გაუშვა, რომელსაც პოტენციურად ასევე შეუძლია შემოსავლის გენერირება.