კენედის ცენტრის სამეურვეო საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო, რომ ვაშინგტონში მდებარე ცნობილ საშემსრულებლო ხელოვნების „კენედის ცენტრს" სახელი "ტრამპ-კენედის ცენტრად" გადაერქვას.

თეთრი სახლის განცხადებით, გადაწყვეტილებას საბჭომ ერთხმად დაუჭირა მხარი, რასაც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ბოლო ერთი წლის განმავლობაში მათ მიერ შენობის „გადარჩენასა" და მასშტაბურ განახლებებზე მუშაობას უკავშირებს.