ფრანკფურტის „აინტრახტი“ დაინტერესებულია მთავარ მწვრთნელად „რეალისა“ და „ლევერკუზენის“ ყოფილი დამრიგებლის ჩაბი ალონსოს მიწვევით, – წერს გერმანული გაზეთი Bild-ი.

წყაროს ცნობით, „აინტრახტის“ სპორტულ დირექტორს, მარკუს კრიოშეს სურს მოლაპარაკებების გამართვა ესპანელ სპეციალისტთან, რათა განიხილოს მისი პოტენციური დანიშვნა. ამასთან, აღნიშნავენ, რომ ჩაბი ალონსომ შეიძლება უარი თქვას ამგვარ ვარიანტზე, რათა დაელოდოს წინადადებებს ტოპკლუბებისგან.

ჩაბი ალონსო ბუნდესლიგაში 2022-25 წლებში მუშაობდა და მისი ხელმძღვანელობით „ლევერკუზენი“ გერმანიის ჩემპიონი გახდა, ასევე მოიგო ქვეყნის თასი და სუპერთასი. ამის შემდეგ ის „რეალში“ გადავიდა, მაგრამ მადრიდული კლუბი 12 იანვარს დატოვა.

პირველი არხი