ბულგარეთი შუა დერეფნის პროექტის შესახებ სამიტს უმასპინძლებს, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში ყოველწლიური გამოსვლისას განაცხადა.
„დღეს ახალი საერთაშორისო დაკავშირებადობის პროექტის გამოცხადება შემიძლია. ის სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიას ევროპის ბაზართან პირდაპირ დააკავშირებს - რასაც ჩვენ შუა დერეფანს ვუწოდებთ“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
მისი თქმით, ევროკავშირი პროექტისთვის 12 მილიარდ ევრომდე კერძო და საჯარო ინვესტიციის მოზიდვას გეგმავს.
„ჩვენი მიზანია სავაჭრო მარშრუტების დივერსიფიკაცია, სავაჭრო ნაკადების სამჯერ გაზრდა და 2030 წლისთვის ტვირთების ტრანზიტისთვის საჭირო დროის მნიშვნელოვნად შემცირება. იმისთვის, რომ ეს რეალობად იქცეს, ჩვენ ბულგარეთის პრემიერ-მინისტრთან ერთად რეგიონული დაკავშირებადობის სამიტს მოვაწყობთ“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.