ნავთობის ფასები პარასკევს დღისით დაბალი რჩება, თუმცა მიმდინარე კვირას, წინა კვირის მსგავსად, სავარაუდოდ, მნიშვნელოვანი ზრდით დაასრულებენ.
ლონდონის ICE Futures ბირჟაზე ოქტომბრის Brent-ის ნავთობის ფიუჩერსები 0.42 დოლარით (0.45%-ით) დაეცა და ბარელზე 93.36 დოლარი შეადგინა.
ოქტომბრის WTI-ის ფიუჩერსები NYMEX-ის ბირჟაზე 0.4 დოლარით (0.46%-ით), ბარელზე 86.43 დოლარამდე დაეცა.
ხუთშაბათს, ორივე სახეობის ნავთობის კონტრაქტები 2%-ზე მეტით, ხოლო კვირის დასაწყისიდან 5%-ზე მეტით გაიზარდა.