ნავთობის ფასებმა ოთხშაბათს შუადღისას კლება დააჩქარა და მარტის დასაწყისიდან ყველაზე დაბალ ნიშნულთან ახლოსაა, ჰორმუზის სრუტის გავლით მიწოდების აღდგენის ნიშნების ფონზე.

ლონდონის ICE Futures ბირჟაზე Brent–ის ნავთობის აგვისტოს ფიუჩერსები ბარელზე 75.14 აშშ დოლარი ღირს, რაც წინა დახურვის მაჩვენებელზე 1.94 აშშ დოლარით (2.52%-ით) ნაკლებია.

ნიუ-იორკის სასაქონლო ბირჟის (NYMEX) ელექტრონულ სავაჭრო სართულზე WTI ნავთობის აგვისტოს ფიუჩერსები 1.77 დოლარით (2.42%-ით) დაეცა და ბარელზე 71.44 დოლარს მიაღწია.

ვრცლად interfax – ზე