ნავთობის ფასებმა ოთხშაბათს დღისით გააძლიერეს ზრდა და წინა სესიაზე დანაკარგები ნაწილობრივ აანაზღაურეს.
ლონდონის ICE Futures ბირჟაზე Brent-ის მარკის ნავთობის ივნისის ფიუჩერსების ფასი 1.31 დოლარით (1.38%-ით) გაიზარდა და ბარელზე 96.10 დოლარი შეადგინა.
ნიუ-იორკის სასაქონლო ბირჟის (NYMEX) ელექტრონულ სავაჭრო სართულზე WTI ნავთობის მაისის ფიუჩერსები 1.41 დოლარით (1.54%-ით) გაიზარდა და ბარელზე 92.69 დოლარი შეადგინა.