ნავთობის ფასების ზრდა ორშაბათს საღამოს დაჩქარდა. ლონდონის ICE Futures ბირჟაზე Brent-ის ნავთობის სექტემბრის ფიუჩერსების ფასი 0.93 აშშ დოლარით (1.36%) გაიზარდა და ბარელზე 69.23 აშშ დოლარი შეადგინა. NYMEX ბირჟაზე WTI-ის აგვისტოს ფიუჩერსების ფასი 0.78 აშშ დოლარით (1.16%) გაიზარდა და ბარელზე 67.78 აშშ დოლარი შეადგინა.
როგორც შაბათ-კვირას გახდა ცნობილი, OPEC+-ის რვა ქვეყანამ, რომლებმაც 2023 წელს ნავთობის წარმოება დღეში 2.2 მილიონი ბარელით შეზღუდეს, აგვისტოში წარმოების კვოტების 548 ათასი ბარელით გაზრდა გადაწყვიტეს.