ჰონგ-კონგში პირველად საჯარო შეთავაზებაზე განაცხადის შემტანი კომპანიების რაოდენობამ, წლის პირველ ნახევარში ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია.
ჰონგ-კონგის საფონდო ბირჟის (HKEX) მონაცემებით, იანვარ-ივნისში პირველადი ან მეორადი ლისტინგის განაცხადი 208 ემიტენტმა შეიტანა, რაც 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში 189 კომპანიის მიერ დაფიქსირებულ წინა რეკორდს აღემატება. ივნისში განაცხადი 75 კომპანიამ შეიტანა, რაც ერთი თვის განმავლობაში რეკორდული მაჩვენებელია.