ნავთობის ფასების კლება ორშაბათს საღამოს გაძლიერდა: Brent-მა 4%-ზე მეტი დაკარგა.
ბაზრის ვარდნას ხელი შეუწყო აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებამ, რომ შეერთებულ შტატებს, სავარაუდოდ, არ მოუწევს ირანის წინააღმდეგ დარტყმების განახლება.
ლონდონის ICE Futures ბირჟაზე Brent-ის ნავთობის იანვრის ფიუჩერსები 4.17 დოლარით (4.24%-ით) დაეცა და ბარელზე 94.15 დოლარი შეადგინა.
WTI-ის დეკემბრის ფიუჩერსები NYMEX-ის ბირჟაზე 3.29 დოლარით (3.62%-ით), ბარელზე 87.54 დოლარამდე დაეცა.