ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, გასულ კვირას აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს განუცხადა, რომ ირანთან აშშ-ის ნებისმიერი შეთანხმება უნდა მოიცავდეს ირანის ბირთვული ინფრასტრუქტურის დემონტაჟს და არა მხოლოდ ურანის გამდიდრების პროცესის შეჩერებას.
ამასთან, ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელს ჯერ კიდევ დასასრულებელი აქვს სამუშაო, რომელიც ღაზაში ყველა გვირაბის განადგურებას ითვალისწინებს.
ნეთანიაჰუმ ხაზი გაუსვა, რომ სკეპტიკურად არის განწყობილი ირანთამ შეთანხმების მიღწევის მიმართ, თუმცა ის აუცილებლად უნდა მოიცავდეს გამდიდრებული მასალის ირანიდან გატანას.
„გამდიდრების შესაძლებლობა არ უნდა იყოს - არა გამდიდრების პროცესის შეჩერება, არამედ იმ აღჭურვილობისა და ინფრასტრუქტურის დემონტაჟი, რომელიც გამდიდრების საშუალებას იძლევა“, - განაცხადა ისრაელის პრემიერმა.
ცნობისთვის, აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი ამ კვირაშია დაგეგმილი.
Ipn.ge