Reuters-ის ექსლუზიური ინფორმაციით, ბელარუსი აშშ-ს შემდეგ ევროპულ ქვეყნებთანაც ცდილობს ურთიერთობის ნორმალიზებას. გამოცემის მიხედვით, ბელარუსის მაღალი რანგის დიპლომატმა ევროპელ კოლეგებთან შეხვედრა გამართა, რომლის მიზანიც მინსკის იზოლაციის დასრულების განხილვა იყო.

ერთ-ერთმა ევროპელმა დიპლომატმა Reuters-თან დაადასტურა, რომ ის შეხვდა ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილეს, იური ამბრაზევიჩს, რომელიც მარტიდან მოყოლებული ვატიკანში ბელარუსის ელჩის თანამდებობას იკავებს.

ამბრეზოვიჩი ასევე UNESCO-ში ბელარუსის წარმომადგენელია და სექტემბრის ბოლოსკენ, არაერთი ევროპული ქვეყნის დიპლომატიურ მისიებს შეხვედრის თხოვნით ელექტრონული ფოსტით მოსაწვევები გაუგზავნა.

Reuters-მა მოიპოვა ნახსენები მოსაწვევი, რომელშიც წერია, რომ ამბრაზევიჩი "დასავლეთ ევროპის დედაქალაქებში ბელარუსის დიპლომატიური კონტაქტების კოორდინირებაზე ოფიციალურად არის პასუხისმგებელი". შეხვედრა სავარაუდოდ, 6-9 ოქტომბრის შუალედში გაიმართა.

"ვფიქრობ, ისინი გრძნობენ, რომ ტრამპთან გაიღო ფანჯარა, რომ მოიხსნას სანქციები და ისინი ამ შანსის გამოყენებას ცდილობენ" – ამბობს ერთ-ერთი დიპლომატი.