გაზრდილი საფასური მხოლოდ იმ საკრუიზო გემებზე გავრცელდება, რომლებიც პორტში შევლენ და ნავმისადგომზე 12 საათზე ნაკლები ხნით დარჩებიან.
ბარსელონას მუნიციპალური ხელისუფლება საკრუიზო გემის მგზავრებისთვის ტურისტული გადასახადის გაზრდას ითხოვს და იმედოვნებენ, რომ ამ გზით შეამცირებენ ტურისტების ჭარბ ნაკადს. ინიციატივას უკვე დაუჭირეს მხარი ბარსელონას საქალაქო საბჭოს ფრაქციებმა, თუმცა ცვლილებების კანონად ქცევისთვის ისინი კატალონიის პარლამენტის მიერ უნდა დამტკიცდეს.
დამტკიცების შემთხვევაში, საფასური თითქმის გასამმაგდება და დღეში 30 ევროს მიაღწევს. ამჟამად, ქალაქში 12 საათზე ნაკლებ დროში მყოფი კრუიზის მგზავრები 11 ევროს იხდიან: 5 ევროს ოდენობის მუნიციპალურ დანამატს და 6 ევროს ოდენობის რეგიონულ გადასახადს.