იმ დროს როცა მსოფლიო ოკეანეში წყლის დონე ზრდას აგრძელებს, ბალტიის ზღვამ თებერვლის დასაწყისში დაახლოებით 275 მილიარდი ტონა წყალი დაკარგა და მისი დონე 1886 წელს დაფიქსირებულ საშუალო დონესთან შედარებით 67 სმ-ით დაბალი იყო.
პოლონეთის მეცნიერებათა აკადემიის ოკეანოლოგიის ინსტიტუტის დოქტორ ტომაშ კიევსკის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი სიტუაცია ბოლო 140 წლის განმავლობაში არ დაფიქსირებულა, ეს ატმოსფერული ფაქტორებით აიხსნება. „ეს კლიმატის ცვლილების გარემოზე ზემოქმედების ნათელი მაგალითია. არქტიკა აქ საკვანძო როლს ასრულებს“, - აღნიშნა მან.
„ღია მაცივრის ეფექტი“
რატომ ტოვებს წყალი ბალტიის ზღვის აუზს, თუ ოკეანის დონე იზრდება? ექსპერტები ამას ძლიერი აღმოსავლეთის ქარების, მაღალი წნევის ზონისა და მნიშვნელოვანი ატმოსფერული ფრონტების არარსებობის ერთობლიობას მიაწერენ. „ხანგრძლივმა ძლიერმა აღმოსავლეთის ქარმა წყლის მასები დანიის სრუტის გავლით ჩრდილოეთის ზღვაში გადაიტანა, რამაც წყლის დონის ვარდნა გამოიწვია მთელ აუზში“, - აღნიშნეს ოკეანოლოგიის ინსტიტუტში.