Canary Technologies-ის ახალი ანგარიშის, „ხელოვნური ინტელექტის გამოყენება: გადასვლა კვლევიდან დანერგვაზე სტუმართმოყვარეობის ინდუსტრიაში“, თანახმად, აზია-წყნარი ოკეანის (APAC) რეგიონი მსოფლიოში ლიდერია სასტუმროებში ხელოვნური ინტელექტის ბაზაზე მომუშავე გადაწყვეტილებების დანერგვის მხრივ, უსწრებს როგორც EMEA-ს, ასევე ჩრდილოეთ ამერიკას.
ანალიზმა აჩვენა, რომ სასტუმროები ხელოვნური ინტელექტის კვლევის ფაზას სცილდებიან და ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული სერვისების უფრო ფართოდ დანერგვას სხვადასხვა სფეროში ახდენენ, მათ შორის სტუმრების ჩართულობის, სამუშაო პროცესის ავტომატიზაციის და შემოსავლების ოპტიმიზაციის კუთხით.
საერთო ჯამში, გამოკითხული სტუმარმასპინძლობის ორგანიზაციების 82% 2026 წლისთვის ორგანიზაციებში ხელოვნური ინტელექტით მომუშავე ინსტრუმენტების გამოყენების გაზრდას ვარაუდობს, რაც სექტორში ციფრული ტრანსფორმაციის სწრაფ ტემპზე მიუთითებს.
ვრცლად buyingbusinesstravel – ზე