აზერბაიჯანმა შესაძლოა გაამკაცროს მიგრაციის წესები რუსეთის მოქალაქეებისთვის მოსკოვის მიერ უცხოელებისთვის წესების გამკაცრების საპასუხოდ, - ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
„დროებითი ცხოვრებისა და მიგრაციის საკითხებში, ისევე როგორც ყველა საგარეო პოლიტიკის საკითხში, აზერბაიჯანული მხარე იხელმძღვანელებს პარიტეტისა და ორმხრივობის პრინციპებით“, - ნათქვამია განცხადებაში.
უწყებაში განმარტეს, რომ განიხილავენ რუსეთში უცხოელების შეზღუდვას აზერბაიჯანის მოქალაქეების „უფლებების კონტექსტში“.
ბაქო „სარკისებრ წესებს“ აამოქმედებს. უწყების ინფორმაციით, კონკრეტულად, რა ცვლილებები ამოქმედდება უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიმართ, ოფიციალური ბაქო უახლოეს დღეებში გაახმაურებს.
1 იანვრიდან რუსეთი ქვეყანაში უცხოელებისთვის უვიზოდ ყოფნის მაქსიმალურ ვადას წელიწადში 180 დღიდან 90 დღით გაანახევრებს, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 26 დეკემბერს.
რუსეთის მოქალაქეებს აზერბაიჯანში შესვლიდან 90 დღე შეუძლიათ დარჩენა. ქვეყანაში მცხოვრები რუსები ეგრეთ წოდებულ ვიზარანებს ასრულებენ - გამგზავრება და დაუყოვნებელი დაბრუნება ქვეყანაში ყოფნის დღეების „გადატვირთვის“ მიზნით. თუ ბაქო რუსეთში შესვლის სარკისებურ მოთხოვნებს შემოაქვს, ეს პრაქტიკა აიკრძალება.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს უვიზოდ მიმოსვლისას გარკვეული შეზღუდვები უწესდებათ.
ახალი წესის მიხედვით, იმ ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც რუსეთში უვიზოდ შედიან, წლის განმავლობაში შეეძლებათ მხოლოდ 90 დღის განმავლობაში დარჩენა. დღეს არსებული წესით, უცხოელებს 90 დღის განმავლობაში ყოფნა ნახევარი წლის განმავლობაში შეუძლიათ. ახალი რეგულაცია ძალაში 2025 წლის 1-ლი იანვრიდან შევა.