ავსტრიულ სტარტაპ NOSI–ს, ვენის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან ერთად, სურთ სმარტფონებს სუნის ამოცნობა ასწავლონ. მომავალში, ტელეფონებს შეეძლებათ მათი გარჩევა — მაგალითად, გაფუჭებული საკვების შესახებ შეტყობინების ან დაავადების იდენტიფიცირების გაკეთება ექიმის მიერ დიაგნოზის დასმამდე.

ადამიანის ცხვირში დაახლოებით 350 ტიპის ყნოსვითი რეცეპტორია, რომლებიც საშუალებას გვაძლევს განვასხვაოთ ათიათასობით სუნი, ახალი პურიდან დაწყებული ბენზინით დამთავრებული. ასეთი რთული ბუნებრივი სისტემის ტექნოლოგიების გამოყენებით რეპროდუცირება ჯერ კიდევ შეუძლებელია, მაგრამ თუ NOSI-ს „ხელოვნური ცხვირის“ შექმნის მცდელობები წარმატებული იქნება, სიტუაცია შესაძლოა მალე შეიცვალოს.

ამჟამად ტესტირების პროცესშია სმარტფონის პროტოტიპი, რომელსაც აქვს სუნის ანალიზის სენსორი. ნიმუშის მისაღებად, სუნის წყაროსთან ახლოს ათავსებენ სპეციალურ ადაპტერს და აჭერენ ღილაკს, რის შემდეგაც პატარა ვენტილატორი ჰაერს და მასში შემავალ მოლეკულებს იწოვს - ადამიანის ჩასუნთქვის მსგავსად.

ამ ეტაპზე სენსორი საკმაოდ დიდი რჩება და სმარტფონზე ცალკეა მიმაგრებული, თუმცა შემდეგ ეტაპზე გუნდი მის შემცირებას გეგმავს, რათა მოწყობილობა პირდაპირ მოწყობილობაში ინტეგრირდეს.

ვრცლად euro-pulse – ზე