აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანის შემოთავაზებას უარყოფს და ჰორმუზის სრუტის ბლოკადასგააგრძელებს, ვიდრე ბირთვულ საკითხზე შეთანხმება არ იქნება მიღწეული.

ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოცემა Axios-თან საუბარში განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ აშშ-ის მიერ ირანის საზღვაო ბლოკადა ეფექტიანია და არ მოხსნის, ვიდრე ბირთვულ საკითხზე შეთანხმება არ იქნება მიღწეული.

“მოგვარება სურთ. არ უნდათ, რომ ბლოკადა გაგრძელდეს. ხოლო მე მისი მოხსნა არ მინდა, რადგან არ მინდა, რომ ბირთვული იარაღი ჰქონდეთ“, - განაცხადა ტრამპმა.

გამოცემის თქმით, ტრამპმა განმარტა, რომ საზღვაო ბლოკადას მანამდე გააგრძელებს, სანამ ირანის ხელისუფლება შეთანხმებას არ დათანხმდება, რომელიც ბირთვულ პროგრამაზე აშშ-ის შეშფოთებას არ მოხსნის.

თეირანზე ზეწოლაზე საუბრისას ტრამპმა განაცხადა, რომ გარკვეულწილად ბლოკადა უფრო ეფექტიანი გამოდგა, ვიდრე დაბომბვები. მისი თქმით, ბოლაკადამ საქმე იქამდე მიიყვანა, რომ ირანი სერიოზული სირთულეებს განიცდის და „გოჭივით იხრჩობა”.