Brent-ის მარკის ნავთობის ფიუჩერსები 20 ცენტით, 0.2%-ით გაიზარდა და ბარელზე 88.72 დოლარი შეადგინა. ამასთან, West Texas Intermediate-ის (WTI) მარკის ნავთობის ფიუჩერსები 5 ცენტით შემცირდა და ბარელზე 82.32 დოლარს გაუტოლდა.

ნავთობის ფასების ზრდა გასულ კვირას დაჩქარდა — ორივე ძირითადი მარკის ღირებულება 5%-ზე მეტით გაიზარდა.

ბაზარზე ფასების მატების ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად ორმუზის სრუტეში აბუ-დაბის ეროვნული ნავთობკომპანიის ტანკერებზე განხორციელებული თავდასხმები სახელდება.

ინვესტორების ყურადღება ამასთან ერთად აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებების მიმდინარეობაზეა გადატანილი, რადგან მოლაპარაკებების შეფერხებამ შესაძლოა რეგიონში ნავთობის მიწოდების პერსპექტივებთან დაკავშირებული რისკები გაზარდოს.