ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი შონიამ, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან, პლატონ კალმახელიძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, საგარეჯოს საბავშვო ბაღში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.


75 ბავშვზე გათვლილი ბაღის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება.


გარკვეული შენიშვნებისა და ხარვეზების აღმოფხვრის შემდეგ, საბავშვო ბაღი ექსპლუატაციაში მიღებისთვის მზად იქნება. საგარეჯოს ბაღში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, მოეწყობა აღსაზრდელებისთვის საჭირო საგანმანათლებლო, დასასვენებელი, სათამაშო და სარეკრეაციო სივრცეები.

ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს