აშშ-მა ვენესუელური ნავთობის გაყიდვა ოფიციალურად დაიწყო.
ინფორმაციას CNN დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, აშშ-მ 500 მილიონი დოლარის ღირებულების ვენესუელური ნავთობის პირველი პარტიის გაყიდვა დაასრულა და ნავთობის დამატებითი გაყიდვები უახლოეს დღეებსა და კვირებშია მოსალოდნელი.