ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა Genius Act-ი დაამტკიცა.

Genius Act კრიპტოვალუტის შესახებ პირველი ფედერალური კანონია შეერთებულ შტატებში. ის აწესებს ეროვნულ სტანდარტებს სტაბილური კრიპტოვალუტების გამოშვებისა და რეგულირებისთვის.

კრიპტოვალუტის რეგულაციის პირველი კანონი ე.წ. სთეიბლქოინებს შეეხება და ის სრულად one-for-one პრინციპს დაეფუძნება. აქედან გამომდინარე, სთეიბლქოინის გამოყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ ის შესაბამისი ღირებულების მარტივად ლიკვიდური აქტივით იქნება გამყარებული.