დროა, WhatsApp-მა რუსეთის ბაზრის დატოვებისთვის მზადება დაიწყოს, - განაცხადა სახელმწიფო დუმის IT კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ანტონ გორელკინმა.

მისი თქმით, „მესენჯერი“, რომელიც ეკუთვნის „მეტას“, რომლის საქმიანობაც რუსეთში ექსტრემისტულად არის აღიარებული და აკრძალულია, „დიდი ალბათობით, არამეგობრული ქვეყნებიდან შეზღუდვების ქვეშ მყოფი პროგრამული უზრუნველყოფის სიაში შევა“. მთავრობა ამ სიას პრეზიდენტის დავალებით ამზადებს.

„სტატისტიკის თანახმად, WhatsApp-ს ამჟამად ყოველდღიურად იყენებს ჩვენი მოქალაქეების 68%, ხოლო Telegram-ი მეორე ადგილზეა ყოველდღიური დაფარვის მხრივ 55%-ით“, - აღნიშნა გორელკინმა.

მან დასძინა, რომ ეროვნული მესენჯერი WhatsApp-ის წილის პრეტენდენტი იქნება.