მხოლოდ რობოტები და ხელოვნური ინტელექტი დაეხმარება აშშ-ს დაგროვილი ეროვნული ვალის პრობლემის დაძლევაში, რომელიც ქვეყანას გაკოტრებით ემუქრება, განაცხადა ამერიკელმა მეწარმემ ილონ მასკმა.
„აშშ 1,000%-ით გაკოტრდება, თუ ხელოვნური ინტელექტი და რობოტიზაცია ეკონომიკას დროულად არ გადაარჩენს. შესაძლოა, შევძლოთ აშშ-ს გაკოტრების პროცესის შენელება და საკმარისი დროის მოძიება ხელოვნური ინტელექტისა და რობოტებისთვის, რათა პრობლემის გადაჭრაში დაგვეხმარონ. ეს ერთადერთია, რაც ეროვნული ვალის პრობლემის მოგვარებას შეძლებს“, - განაცხადა მასკმა ბლოგერებთან, დვარკეშ პატელთან და ჯონ კოლისონთან ინტერვიუში.
მისი თქმით, აშშ-ს ეროვნული ვალის საპროცენტო გადასახადები ქვეყნის სამხედრო ბიუჯეტს აღემატება.
„ტრილიონ დოლარზე მეტი საპროცენტო გადასახდელია“, - თქვა ბიზნესმენმა.