არაბული ავიაკომპანიების წმინდა ზარალმა 2026 წელს შესაძლოა 4.3 მილიარდ დოლარს გადააჭარბოს რეგიონალური უსაფრთხოების კრიზისისა და საწვავის ფასების ზრდის ფონზე, რამაც მნიშვნელოვნად იმოქმედა ინდუსტრიის მოთამაშეების ფინანსურ მაჩვენებლებზე. ასეთი პროგნოზი წარმოადგინა დოჰაში გამართულ საერთო კრებაზე არაბული ავიაკომპანიების ორგანიზაციამ (Arab Air Carriers’ Organization, AACO), რომელიც ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის 39 კომპანიას აერთიანებს.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ გლობალური ავიაციის ინდუსტრია, მთლიანობაში, ბოლო ათი წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ მომგებიანობას განიცდის.

AACO ასევე ელის საჰაერო ტვირთების მოცულობის 5.2%-იან შემცირებას. ისინი ვარაუდობენ, რომ სექტორი წლის ბოლომდე მომგებიანი დარჩება. თუმცა, მოგებაზე უარყოფითად მოქმედებს მიმდინარე ოპერაციული დარღვევები და კონფლიქტით დაზარალებულ ბაზრებზე დამოკიდებულება, – ხაზს უსვამენ ანალიტიკოსები.

ვრცლად buyingbusinesstravel – ზე